ENG

სპეციალიზებული კურსი „ბავშვთა უფლებებში“

მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მიმდინარეობს სპეციალიზებული კურსი „ბავშვთა უფლებებში“ მოქმედი მედიატორებისათვის, რომელსაც „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ პარტნიორი დონორი ორგანიზაციის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)_ის მხარდაჭერით ახორციელებს.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, ხოლო ტრენინგს უძღვება მოწვეული ექსპერტი მაია ბაქრაძე.

მნიშვნელოვანია რომ ბავშვთა უფლების კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ განხილვის პროცესში მხოლოდ სპეციალიზებულ პირებს აქვთ უფლება ჩაერთონ სამედიაციო პროცესში,როგორც მედიატორები,შესაბამისად ტრენინგის გავლის შემდგომ მედიატორს მიენიჭება დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში, რაც საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული კატეგორიის სამედიაციო საქმეებში.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” მადლობას უხდის გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF)_ის აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” გააგრძელებს ყველა დაინტერესებული მედიატორის სწავლებას აღნიშნული სპეციალიზაციის მიხედვით, რათა პროფესია პასუხობდეს საზოგადოების საჭიროებებს ბავშვის უფლებათა კოდექსის ეფექტური იმპლემენტაციის მიზნებისთვის საქართველოში
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია