ENG

სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ" საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს უმასპინძლა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და ასოციაციის აღმასრულებელმა მდივანმა თამარ იმნაიშვილმა 19 მნოემბერს, ასოციაციის ოფისში უმასპინძლეს საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და “ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში,, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების, დონორებთან კოორდინაციაში პროგრამის მრჩეველ მენეჯერს  ანე ბირგიტე ჰენსენს.
შეხვედრაზე  ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა სტუმრებს გააცნო საქართველოში მიმდინარე მედიაციის პროცესის, როგორც დავის რეგულირების ახალი მექანიზმის წინაშე არსებული გამოწვევების და საჭიროებების შესახებ.
ასევე ამ მოკლე პერიოდში დანერგილი სიახლეების და რეფორმების კონკრეტული შედეგები, რაც მიზნად ისახავს მედიაციის პოპულარიზაციის გაზრდას და კიდევ უფრო სწრაფი და სანდო მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას საქართველოში.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიმდინარე რეფორმები და შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია