ENG

სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.

სსიპ "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს შესაძლებლობები, მედიაციის ინსტიტუტის მართლმსაჯულებასთან ერთად გამოყენების  წახალისების შესახებ, ასევე განიხილეს მედიაციის არეალის  გაფართოვების  შესახებ, შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, გაიცვალა მოსაზრებები და დაიგეგმა მომავალი რამოდენიმე პროექტის ერთობლივი განხორციელება.

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მედიაციის გზით დავების გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვა, უზრუნველყოფს სამართლის უზენაესობის კიდევ მეტად განმტკიცებას და მართლმსაჯულების კიდევ უფრო მეტ ხელმისაწვდომობას საზოგადოებისთვის.

უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.