ENG

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“იწყებს მორიგი პრო-ბონო პროექტის განხორციელებას!

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“იწყებს მორიგი პრო-ბონო პროექტის განხორციელებას!
მსოფლიოში არსებულმა პანდემიამ გაზარდა სხვადასხვა სფეროში სამართლებრივი დავების რიცხვი, განსაკუთრებით კი მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული დავები.
ამ ფონზე წარმოშობილ სადაო საქმეებთან დაკავშირებით, ასოციაცია  განსაკუთრებულად აქტიურადაა ჩართული, რათა საზოგადოებას შესთავაზოს ყოველმხრივი მხარდაჭერა, რაც სოციალური მშვიდობის დამყარებას ემსახურება, შესაბამისად წარმოდგენილი პროექტი ხელს შეუწყობს, მედიატორების მიერ, მხარეებს შორის არსებული დავების სწრაფ და მშვიდობიან მოგვარებას.
სწორედ ამიტომ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს სოციალური, პრო-ბონო პროექტი, ბანკებთან და  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით  წარმოშობილ დავებზე.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა გააჩნიათ ბანკებთან და  მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით  წარმოშობილ დავის მონაწილე ყველა პირს, რომელთაც სურთ მედიაციის გზით დავის შეთანხმებით დასრულება.
პროექტი განხორციელდება პრო-ბონო პროექტში ჩართული მედიატორების მხარდაჭერით, რომლებიც უზრუნველყოფენ კვალიფიციურ და უფასო სამედიაციო მომსახურებას.
დაინტერესებულმა პირ(ებ)მა მოგვმართეთ:  ვებ: info@mediators.ge, ტელ: 0322 2 905 900.
პრო-ბონო პროეტი სრულად მხარდაჭერილია საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ,
პროექტი გაგრძელდება 2021 წლის  31 დეკემბრამდე
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“