ENG

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილმა დასაქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - ირაკლი ლექვინაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას,მედიაციისა და კონკურენციის სფეროში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით,ასევეშეთანხმდნენ სამიზნე ჯგუფების ჩართულობით, განახორციელონ   სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებები, სასწავლო პროექტები, გასვლითი სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები და სხვა აქტივობები. მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის გაცვლას, სხვადასხვა კვლევების წარმოებას და კონსულტაციების გაწევას.

უკან
სხვა სიახლეები

პროექტ „MediateHER Georgia" ფარგლებში 20-21-22 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა მედიაციის უნარ-ჩვევების განმავითარებელ ტრენინგი.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით, მოქმედ მედიატორ და მედიატორობის მსურველ ქალთათვის, ქალთა გაძლიერების მიზნების შესაბამისად, პროექტ „MediateHER Georgia ფარგლებში 20-21-22 ნოემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა მედიაციის უნარ-ჩვევების განმავითარებელ ტრენინგი.

ეთიკის სავალდებულო ტრენინგი მედიატორებისთვის

ამ წუთებში მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობს ეთიკის სავალდებულო ტრენინგი მედიატორებისთვის ,რომელიც მხარდაჭერილია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის და ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა გასვლითი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მხარდაჭერილი იყო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის შრომის კომიტეტის თავმჯდომარე - თამარ გაბისონია და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR სპეციალისტი ეკატერინე ლორთქიფანიძე.