ENG

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ და "სოლიდარობის ცენტრი, საქართველო" -ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ” - ირაკლი ყანდაშვილმა და “სოლიდარობის ცენტრი,საქართველო”-ს დირექტორმა ბატონ ტრისტან მასატმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს დარგის პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, ასევე საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, რომელიც ხელს შეუწყობს მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის ხელმისაწვდომობას.

ერთობლივი აქტივობების განხორციელება მიზნად ისახავს საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას მედიაციის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

კიდევ ერთი ახალი სასამართლო მედიაციის ცენტრი გაიხსნა საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ გიორგი მიქაუტაძემ და სიღნაღის რაიონული სასამართლოს მაგისტრმა მოსამართლემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში - ლიკა ბოკერიამ, საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში მედიაციის ცენტრი გახსნეს.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილი ვილნიუსის მიკოლა რომერის უნივერსიტეტის მიწვევით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდა, სადაც სპიკერის სტატუსით მოხსენებით წარსდგა სავალდებულო სასამართლო მედიაციის პანელში.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, კანონის უზენაესობის პირველი რეგიონული ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - თამარ იმნაიშვილმა მონაწილეობა მიიღო USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, კანონის უზენაესობის პირველ რეგიონულ ფორუმში.