ENG

სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის პრეზენტაცია

2021 წლის 29 სექტემებრს სსიპ ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მხარდაჭერილი იყო ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  მიერ. ღონისძიება გახსნა ასოციაციის თავმჯდომარემ - ირაკლი ყანდაშვილმა და დამსწრე საზოგადოებას ახლად არჩეული ეთიკის კომისიის წევრები წარუდგინა.
ღონისძიებაზე, ეთიკის კომისიის წევრებმა სტუმრებისათვის მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის და მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების დებულების პრეზენტაცია წარადგინეს.
პრეზენტაციის დასასრულს სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიამ, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან და ა(ა)იპ ,,სააქართველოს არბიტრთა ასოციაციასთან“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღნიშნული მემორანდუმი მიზნად ისახავს თანამშრომლობას პროფესიულ ეთიკურ სტანდარტებსა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა, სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა“ და ა(ა)იპ ,,სააქართველოს არბიტრთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიის თავმჯდომარეებმა თორნიკე ბაქრაძემ და ლაშა ნოდიამ.
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.