ENG

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ წევრთა ერთიანი რეესტრი ფართოვდება!

9 სექტემბერს, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების  მე-10.2 მუხლის ა) ქვეპუნქტის წესის საფუძველზე შესაძლებლობა მიეცათ გამხდარიყვნენ  სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული  მედიატორები.
სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის„ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებს დაათვალიერებინა ასოციაციის ოფისი, გააცნო ორგანიზაციის ფუნქციები, სტრატეგია და სამომავლო გეგმები.
შეხვედრის დასრულებისას ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ახლად გაწევრიანებულ მედიატორებს გადასცა მედიატორის მოწმობები და უსურვა წარმატება პროფესიულ საქმიანობაში!
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.