ENG

სტუდენტური პარლამენტის მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს სტუდენტური პარლამენტის მონაწილეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ყურადღება გამახვილდა სტუდენტური პარლამენტის წევრებისთვის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, მედიაციის მექანიზმის არსსა და მნიშვნელობაზე.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ახალგაზრდებისგან მოისმინა სხვადასხვა სახის ინიციატივები და დაინტერესდა მათი საქმიანობით.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის“ პრიორიტეტული და მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა და კომუნიკაცია ახალგაზრდობასთან.
უკან
სხვა სიახლეები

შეხვედრა „სცადე მედიაცია“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.

ეთიკის ტრენინგი მედიატორთათვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მედიატორთათვის განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში, სავალდებულო ეთიკის ტრენინგი ჩაატარა