ENG

ტრენინგი -„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახელწოდებით-„კომპლექსური და მრავალმხრივი მოლაპარაკება“, რომელიც განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში გაიმართა

მონაწილეებს მიესალმა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი

აღნიშნულ ტრენინგს გაუძღვა ტატო სიხარულიძე - მედიატორი/ქოუჩი, ასოცირებული ექსპერტი - პარიზი-სინგაპურის მოლაპარაკებების სწავლებისა და კვლევის "ინსტიტუტი"/Institute for Research and Education on Negotiation (ESSEC School of Business Paris-Singapor), საერთაშორისო მოლაპარაკებების ტრენინგების პროგრამის ასოცირებული წევრი/ (Program on International Negotiation Training at PIN).

შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა , რომელსაც მედიატორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ესწრებოდნენ და ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულებაში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია