ENG

ტრენინგი მედიატორებისთვის - “Procedural Law for mediation”

ამ წუთებში მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგი მედიატორებისთვის - “Procedural Law for mediation” , რომელიც მხარდაჭერილია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მონაწილეებს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის “თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა, და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა.

ტრენინგს უძღვება „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ წევრი ლაშა კალანდაძე.

ტრენინგის მიმდინარეობისას განიხილავენ პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ საკითხებს, სასამართლო და არასასამართლო მედიაციას , სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი ხასიათის მედიაციას, ასევე სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხებს.

შეხვედრა მიმდინარეობს დისკუსიისა და კითხვა- პასუხის რეჟიმში, აღნიშნული ტრენინგი მომავალშიც ჩატარდება და მასში ყველა მედიატორს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია