ENG

ტრენინგი "ბავშვებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები სამოქალაქო მედიაციაში"

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ორგანიზებით და დონორი ორგანიზაციის გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)_ის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისათვის და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე "ბავშვებთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური ასპექტები სამოქალაქო მედიაციაში" ღონისძიება გახსნა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, რომელმაც აღნიშნა რომ, მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები უაღრესად მნიშვნელოვანია მედიაციის განვითარებისთვის ტრეინგზე განიხილება ისეთი საკითხები როგორიც არის: ბავშვის განვითარების და ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებები, ფსიქოლოგის როლი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებში ბავშვის მონაწილეობით, მშობელი-ბავშვის ფსიქოლოგიური სირთულეები, ოჯახში ძალადობა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ბავშვის ფსიქოლოგიური თავისებურებები და სხვა. სპეციალიზირებული მედიატორების ჩართულობა სამედიაციო პროცესში, უზრუნველყოფს პროცესის დროს ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის გარეშე, ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატეს გათვალისწინებას, მათი ღირსების დაცვას, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ ასოციაცია მუდმივად ზრუნავს და ხელს უწყობს ასოციაციის წევრ მედიატორებს პროფესიულ განვითარებაში.
უკან
სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.