ENG

ტრენინგი ბავშვთა უფლებებში

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის ჩაატარა სპეციალიზებული ტრენინგი ბავშვთა უფლებებში.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ იმნაიშვილი, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი ივანე ჩიტაშვილი.

ტრენინგს უძღვებოდნენ მოწვეული ექსპერტები: ბავშვთა უფლებების ექსპერტი მაია ბაქრაძე, ფსიქოლოგი ანნა გაზაშვილი და სოციალური მუშაკი ანი ასლანიშვილი.

ბავშვთა უფლებების კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ განხილვის პროცესში მხოლოდ სპეციალიზებულ პირებს აქვთ უფლება ჩაერთონ სამედიაციო პროცესში. შესაბამისად, ტრენინგის წარმატებით გავლის შემდეგ მედიატორებს მიენიჭათ დამატებითი სპეციალიზაცია ბავშვთა უფლებებში, რაც მათ საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული კატეგორიის სამედიაციო საქმეებში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება