საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ პროექტის მხარდაჭერით, ასოციაციის წევრებისთვის გამართა ტრენინგი “ემოციური ინტელექტი მედიატორებისთვის”
ტრენინგი გახსნა და მონაწილეებს მიესალმა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი თამარ იმნაიშვილი.
ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი სამართლის დოქტორი, პიროვნული განვითარების ტრენერი, ერიქსონის საერთაშორისო სკოლის სერტიფიცირებული ქოუჩი ქეთევან ირემაშვილი.
შეხვედრა მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს და მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა, გაეღრმავებინათ ცოდნა ემოციური ინტელექტის მნიშვნელობაზე მედიაციის პროცესში და განევითარებინათ შესაბამისი პრაქტიკული უნარები.
ტრენინგში მონაწილეობა მედიატორებს ჩაეთვლებათ განგრძობადი პროფესიული განვითარების სავალდებულო კრედიტებში.
საქართველოს მედიატორთა ასოციაცია კვლავაც აგრძელებს მედიატორთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.