“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ორგანიზებით და პარტნიორი დონორი ორგანიზაციის UN Women Georgia-ს მხარდაჭერით ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი ”გენდერი და გენდერული ურთიერთობები”. ტრენინგი პროექტის ”ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ”
ღონისძიება გახსნა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, ხოლო ტრენინგს უძღვებოდა დონორი ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპეტი მამუკა გაჩეჩილაძე.
ღონისზიებაზე განხილულ იქნა სექსუალური შევიწროების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეაგირების ქვეყანაში არსებული მექანიზმები, აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებს.