ENG

ტრენინგი მედიატორებისთვის - “Procedural Law for mediation”

ამ წუთებში მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განათლების ფარგლებში მიმდინარეობს ტრენინგი მედიატორებისთვის - “Procedural Law for mediation” , რომელიც მხარდაჭერილია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ.

ღონისძიება გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა მონაწილეებს „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის “ აღმასრულებელმა დირექტორმა - თამარ იმნაიშვილმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველმა, ირაკლი გელოვანმა.

ტრენინგს უძღვება „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ წევრი ლაშა კალანდაძე.

ტრენინგის მიმდინარეობისას განიხილავენ პრაქტიკაში არსებულ პრობლემურ საკითხებს, სასამართლო და არასასამართლო მედიაციას , სავალდებულო თუ ნებაყოფლობითი ხასიათის მედიაციას, ასევე სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხებს.

შეხვედრა მიმდინარეობს დისკუსიისა და კითხვა- პასუხის რეჟიმში.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებთან გამართა მორიგი შეხვედრა - „Try Mediation”

ღონისძიება განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.

სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან - „ არსებული პრაქტიკა და გამოწვევები სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს“

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ” USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის „მედიაციის ინსტიტუციური გაძლიერების და განვითარების პროექტის” მხარდაჭერით, თელავში, „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსტიტეტში“ მოსამართლეებთან გამართა სამუშაო შეხვედრა: „ არსებული პრაქტიკა და გამოწვევები სამედიაციო საქმეთა გადაცემა/რეფერირების დროს“.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს

ამ ინიციატივის მიზანია საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება.