ENG

ტრენინგი მედიატორთა ეთიკის კომისიის წევრებისათვის

USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ჩატარდა ონლაინ ტრენინგი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისათვის მედიატორთა დისციპლინურ პროცედურებზე, რომელსაც უძღვებოდა ამერიკელი ექსპერტი, ჯეიმსმოლიტერნო. ტრენინგი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს, USAID/PROLoG-ის წარმომადგენელმა -  ეკატერინე ლორთქიფანიძემ,საქარველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ  - ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარემსოფიო დუღაშვილმა. ტრენინგზე გაიმართა ღია დისკუსია ახლად დამტკიცებული მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის და მედიატორთა დისციპლინური საქმისწარმოების დებულების ირგვლივ. შემდგომ ეტაპზე მონაწილეები ჩაერთნენ ექსპერტის მიერ შედგენილ იმიტირებული დისციპლინური წარმოების საქმეთა განხილვაში, სადაც მოუწიათ მცირე ჯგუფებში გადანაწილება და მომკვლევი და განმხილველი კოლეეგიის წევრების როლების მორგება, მათ შორის დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების შესახებ მსჯელობა, გადაწყვეტილებათა მიღება და სარეზოლუციო გადაწყვეტილების დაწერა.

უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“