ENG

ტრენინგი „პროფესიული უნარების განმტკიცებაში“ მედიატორებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით და USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში გაიმართა ოთხ დღიანი ტრენინგი „პროფესიული უნარების განმტკიცებაში“ მედიატორებისთვის.
ღონისძიება გახსნა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა  და  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა საქართველოში, ADR მიმართულებით მრჩეველმა სოფიო ტყემალაძემ. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს  მედიატორებმა ბოლნისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, რომლებიც სულ მალე დაიწყებენ სამედიაციო საქმიანობას თავიანთ ქალაქებში მოქმედ სასამართლო სამედიაციო ცენტრებში.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ სასამართლო ხელისუფლების მხარდაჭერით 2021-2022 წლებში გახსნა თბილისის სააპელაციო, ბოლნისის რაიონულ  და ქუთაისის საქალაქო  სასამართლოებში სასამართლო მედიაციის ცენტრები. ასევე იგეგმება სხვადასხვა რეგიონში სასამართლო მედიაციის ცენტრების გახსნა,მათ შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია