ENG

ტრენინგი სექსუალური შევიწროების შესახებ

USAID PROLoG-ის მხარდაჭერით, „საქართველოს მედიატორთა ასიციციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორებისთვის და აპარატის თანამშრომლებისთვის ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეგულირების მექანიზმი“.

ტრენინგზე განიხილებოდა საქართველოს შრომითი კანონმდებლობის რეგულაციები სექსუალური შევიწროების თაობაზე, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ შიდა რეგულაციით აკრძალული ქმედების ფარგლები, საჩივრის წარდგენისა და განხილვის პროცედურები, შიდა მექანიზმის დანერგვის სტრატეგია და გარე მექანიზმების მოკლე მიმოხილვა.

2021 წლის 4 თებერვალს, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაცი“-ის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა სექსუალური შევიწროების პრევენციის და რეგულირების მექანიზმის დებულება და საჩივრის ფორმა.
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.