ENG

ტრენინგი თემაზე - „მოლაპარაკების ტექნიკები მედიატორებისათვის“

ამ წუთებში სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ წევრებისთვის მიმდინარეობს ტრენინგი თემაზე - „მოლაპარაკების ტექნიკები მედიატორებისათვის“.

აღნიშნული ტრენინგი ტარდება „საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ტრენინგს უძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კოლექტიური დავების მედიატორი - ტარიელ სიხარულიძე.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია