ENG

ტრენინგი თემაზე - "გენდერი და გენდერული ურთიერთობები"

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ორგანიზებით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN WOMEN _ის მხარდაჭერით, უკვე მეორედ ჩატარდა მედიატორთა ასოციაციის მედიატორებისათვის “გენდერი და გენდერულ ურთიერთობებთან” დაკავშირებით ტრენინგი.  ღონისძიება გახსნა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, ხოლო ტრენინგს უძღვებოდა დონორი ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპეტი მამუკა გაჩეჩილაძე  ღონისძიებაზე განხილულ იქნა სექსუალური შევიწროების პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხები, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეაგირების ქვეყანაში არსებული მექანიზმები, აგრეთვე მეტად აქტუალურ საკითხები, რომელიც ეხებოდა გენდერულ თანასწორობას, ადამიანის უფლებებს, გენდერულ პოლიტიკასა და მიდგომებს.
უკან
სხვა სიახლეები

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს.