ENG

ტრენინგი ”გენდერი და გენდერული ურთიერთობები”.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ორგანიზებით და პარტნიორი დონორი ორგანიზაციის UN Women Georgia-ს მხარდაჭერით ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი ”გენდერი და გენდერული ურთიერთობები”. ტრენინგი პროექტის ”ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ” ნაწილია, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებენ”. ღონისძიება გახსნა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, ხოლო ტრენინგს უძღვებოდა დონორი ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპეტი იზა კასრელიშვილი. ღონისზიებაზე განხილულ იქნა სექსუალური შევიწროების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, მის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეაგირების ქვეყანაში არსებული მექანიზმები, აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობის საკითხებს.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

2025 წლის 7 დეკემბერს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მორიგი საერთო კრება

2025 წლის 7 დეკემბრის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ საერთო კრების დღის წესრიგი:

რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი მიწვეული იყო და მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმში.

კამპანიას „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას „სცადე მედიაცია“