ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტთან

ურთიერთთანამშრომლობის კიდევ ერთი მემორანდუმი გაფორმდა ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ერთობლივი მედიაციის ცენტრის დაფუძნებას.
ცენტრის საქმიანობაში აკადემიურ პერსონალთან და პრაქტიკოს მედიატორებთან ერთად აქტიურად ჩაერთვებიან სტუდენტები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ კვლევებსა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებში, მოამზადებენ პუბლიკაციებს სხვადასხვა აქტუალური თემის შესახებ, განახორციელებენ ერთობლივ ღონისძიებებს და სხვა.
უნივერსიტეტისა და მედიატორთა ასოციაციის საერთო ინტერესების სფეროში შემავალი ეს და სხვა აქტუალური საკითხები გახდება ამ უწყებებს შორის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულება - აღნიშნულია მემორანდუმში, რომელსაც ხელი მიმდინარე წლის 11 ივნისს მოეწერა.
მედიაციის ინსტიტუტის საქმიანობის განვითარებისა და პოპულარიზაციის გარდა, ამგვარი თანამშრომლობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ პანდემიის გამო შეცვლილი სასწავლო გარემო და ახალი გამოწვევები სულ უფრო აქტუალურს ხდის სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის გამოყენების აუცილებლობას.
სამოქალაქო დავების დისტანციური მედიაციის საშუალებით, კერძოდ კი, ელექტრონული მედიაციის წარმოების პლატფორმის გამოყენებით გადაწყვეტა სტუდენტებს ამ ვითარებაში უდავოდ საინტერესო გამოცდილებას შესძენს; პრაქტიკოს მედიატორებთან თანამშრომლობა და მედიაციასთან დაკავშირებით მიმდინარე და უახლესი ინფორმაციის გაცნობა კი მათ პროფესიულად გაზრდის.
პროექტი ხორცილედება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით. ეს არის უმნიშვნელოვანესი ხელშეწყობა, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პანდემიის შედეგად გამოწვეული დავების მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებისათვის.
მემორანდუმით გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება.
უკან
სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

შეხვედრა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან „სცადე მედიაცია“

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, თბილისში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან შეხვედრა „სცადე მედიაცია“ გამართა.

შეხვედრა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაზაზე.