ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მედიაციის პროცესში მონაწილე მხარეების პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა; პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე მედიატორთა გადამზადების კურსების დაორგანიზება და განხორციელება; მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა;

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ.

“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა მედიაციის პროცესის კონფიდენციალურობის სტანდარტი იქნეს დაცული და უზრუნველყოფილ იქნეს პროცესის მონაწილე ყველა მხარის პერსონალური მონაცემების დაცვა.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ადვოკატი და მედიატორი ირაკლი ყანდაშვილი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მმართველი საბჭოს წევრად მეორე ვადით აირჩიეს.

ირაკლი ყანდაშვილი ევროპელ კოლეგებს, მეორედ გამოცხადებული ნდობისთვის მადლობას უხდის, მისი განცხადებით საერთაშორისო კავშირების განვითარება , ადვოკატთა პროფესიის გაძლიერებას, განვითარებას და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს .

სსიპ “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარის პროფესორი ირაკლი ყანდაშვილის ავტორობით შექმნილი „მედიაციის“ სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის პროფესორის, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელო „მედიაცია - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება“, რომელიც 2022 წელს გამოიცა და ფართოდ გამოიყენება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, როგორც სასწავლო სახელმძღვანელო აზერბაიჯანის მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ინიციატივით და აზერბაიჯანის სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით ითარგმნა და გამოიცა აზერბაიჯანულ ენაზე.

მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარი

ისტორიული მნიშვნელობის სახელმძღვანელო მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის პირველი განმარტებით კომენტარი