ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაეროს ბავშვთა ფონდთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, მედიაციის - „ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის“ საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. მოგეხსენებათ რომ, ბავშვის მონაწილეობოთ საოჯახო კატეგორიის სამოქალაქო დავები სავალდებულო სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებულ დავებს განეკუთვნება, შესაბამისად ინსტიტუციები გეგმავენ აქტიურ თანამშრომლობას აღნიშნული მიმართულებით და უსაფრთხო სამედიაციო პროცესის შექმნას ბავშვებისთვის საქართველოში. მხარეების მიერ ასევე იგეგმება ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, კონფერენციებისა და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია