ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და ქართულ- ამერიკულ უნივერსიტეტს შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


მემორანდუმის ხელმომწერნი არიან ,,საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და ქართულ- ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი, სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი - ზაზა რუხაძე.

 


მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას.

უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია