ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი “საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და “თავისუფალ ინდუსტრიული ზონა“ - ს შორის

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და “თავისუფალ ინდუსტრიული ზონა“ - ს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, ბიზნესს სექტორის დაინტერესება და ჩართულობა, რათა მოახდინონ საკუთარი ინტერესების სწრაფი და ეფექტური რეალიზაცია სწორედ მედიაციის გამოყენებით; ასევე,მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, მათ შორის, ერთობლივი პროექტების, ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; მედიაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და “თავისუფალ ინდუსტრიული ზონის“ დირექტორმა დავით ებრალიძემ.
უკან
სხვა სიახლეები

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება