ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი “საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და „კავკასიის ახალგაზრდა მედიატორთა ჰაბს“ შორის

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „კავკასიის ახალგაზრდა მედიატორთა ჰაბს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, მედიაციის - „ დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის“ საქართველოში დანერგვა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა; ერთობლივი სასწავლო საგანმანათლებლო პროექტების ურთიერთშეთანხმებით განხორციელება, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების, მრგვალი მაგიდის და კონფერენციების დაგეგმვა.

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდა თაობასთან აქტიური თანამშრომლობა. ასოციაცია მზად არის დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მედიაციით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და კავკასიის ახალგაზრდა მედიატორთა ჰაბის თავმჯდომარემ გიორგი ვადაჭკორიამ.

საინფორმაციო ბიულეტენი
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია