ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი “საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და „მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს“ შორის

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და „მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს, მედიაციის პოპულარიზაციის მიზნით, ერთობლივი პუბლიკაციების შემუშავებას და გამოცემას; საზოგადოებაში მედიაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, ერთობლივი აქტივობების განხორციელებას. ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ცნობიერების ამაღლებას მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის საკითხებზე.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა გვანცა ჩხეიძემ.
უკან
სხვა სიახლეები

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 20 აპრილიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია, პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 15 მაისის 17:00 საათამდე

მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარება

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით იმართება.