ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი “საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია, სანოტარო მედიაციის პოპულარიზაცია, ერთობლივი პუბლიკაციების შემუშავება და გამოცემა, მრგვალი მაგიდის, კონფერენციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა; მედიაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; სხვადასხვა ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელება, მედიაციის შესახებ წლიური ფორუმის ორგანიზება და პატრონაჟი.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დოკუმენტს, საქართველოს მედიატორტა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელიამ მოაწერეს ხელი.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მედიაციის კომიტეტის ეგიდით, გაიმართა ვებინარი თემაზე- ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში.

ვებინარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა , მარია სლაზაკმა გახსნა.

საქართველოს მედიარორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში გამარჯვებული 7 სტუდენტი სტაჟირებით დააჯილდოვა

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლო და მედიაციის, იმიტირებულ პროცესებში