ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ეთიკის კომისიასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს შორის

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახლად არჩეულ ეთიკის კომისიასა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეხვედრაზე მხარეები პროფესიულ ეთიკურ სტანდარტებსა და დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე, მათ შორის ინფორმაციის გაცვლასა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. მემორანდუმის მიზანია მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის პოპულარიზაცია და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ცნობადობის ამაღლება. მემორანდუმის ფარგლებში სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციას“ და დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურს შორის დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები და სამომავლო ერთობლივი ღონისძიებები. მემორანდუმს ხელი მოაწერეს “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ - სოფიო დუღაშვილმა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა - ზურაბ აზნაურაშვილმა.
უკან
სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“