ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს უნივერსიტეტთან

"საქართველოს მედიატორთა ასოციაციას" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით კიდევ ერთი, ამჯერად "საქართველოს უნივერსიტეტი" შემოუერთდა.  მედიაციის დანერგვისა და განვითარების საქმეში დიდია როლი და მნიშვნელობა უნივერსიტეტების ჩართულობისა. სწორედ ამიტომ, გრძელდება ურთიერთთანამშრომლობის პროცესი და დღეს, 22 ივნისს ,"საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა“ და "საქართველოს უნივერსიტეტს" შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ხელმომწერნი არიან "საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და "საქართველოს უნივერსიტეტის" რექტორი კონსტანტინე თოფურია. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად "საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ და "საქართველოს უნივერსიტეტმა" დაიწყეს COVID-19-ის პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების სამთვიანი პროექტი, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხელს შეუწყობს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პანდემიის შედეგად გამოწვეული დავების მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებას. 
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია