ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ღია უნივერსიტეტთან

11 ივნისს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ხელმომწერნი არიან: მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ამილახვარი. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ერთობლივი მედიაციის ცენტრის დაფუძნებას. მხარეებმა ერთობლივად დაიწყეს პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების სამთვიანი პროექტი. მემორანდუმისა და პროექტის თანახმად, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და თბილისის ღია უნივერსიტეტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ხელს შეუწყობენ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პანდემიის შედეგად გამოწვეული დავების მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებას. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და თბილისის ღია უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობენ განათლების სისტემაში მედიაციის ინტეგრირების, ასევე სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვის კუთხით.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია