ENG

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის ღია უნივერსიტეტთან

11 ივნისს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და თბილისის ღია უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ხელმომწერნი არიან: მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი და თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ამილახვარი. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობას, მედიაციის ინსტიტუტის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების, პროექტებისა და ინიციატივების განხორციელებას, მათ შორის ერთობლივი მედიაციის ცენტრის დაფუძნებას. მხარეებმა ერთობლივად დაიწყეს პანდემიის შედეგად გამოწვეული შრომითი დავების მედიაციის გზით მოგვარების სამთვიანი პროექტი. მემორანდუმისა და პროექტის თანახმად, საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და თბილისის ღია უნივერსიტეტი, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ხელს შეუწყობენ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის პანდემიის შედეგად გამოწვეული დავების მშვიდობიანად, დროულად და ნაკლები დანახარჯით მოგვარებას. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია და თბილისის ღია უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობენ განათლების სისტემაში მედიაციის ინტეგრირების, ასევე სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებების გამართვის კუთხით.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი მიზნად ისახავს ერთობლივი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელებას. დოკუმენტს, საქართველოს მედიატორტა ასოციაციის თავმჯდომარემ , ირაკლი ყანდაშვილმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში, ნანა გაბელიამ მოაწერეს ხელი.

ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) მედიაციის კომიტეტის ეგიდით, გაიმართა ვებინარი თემაზე- ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში.

ვებინარი ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, რომელიც ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა , მარია სლაზაკმა გახსნა.

საქართველოს მედიარორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონკურსში გამარჯვებული 7 სტუდენტი სტაჟირებით დააჯილდოვა

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის სასამართლო და მედიაციის, იმიტირებულ პროცესებში