ENG

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად შეხვედრების ციკლი - საუბრები ადვოკატებთან მედიაციაზე - დაიწყო

შეხვედრას საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ADR-ის მიმართულებით მრჩეველი, სოფო ტყემალაძე უძღვებოდნენ.
ასევე სპეციალურად მოწვეულები იყვნენ ადვოკატები , თეა ჭეიშვილი და ირაკლი კორძახია, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ მედიაციაში წარმომადგენლობის და ხშირად კლიენტებს მედიაციას ურჩევენ. მათ საკუთარი გამოცდილება და ხედვები გაუზიარეს ადვოკატებს, რომლებსაც ჯერ არ ქონიათ მსგავსი პრაქტიკა , ასევე ისაუბრეს მედიაციის აუცილებლობაზე, მნიშვნელობასა და როლზე.
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა განმარტა , რომ ადვოკატები მედიაციაში უნდა იყვნენ ეფექტური წარმომადგენლები და სწორად მიიტანონ ინფორმაცია კლიენტამდე.
შეხვედრა საინტერესო დისკუსიის და კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მსგავსი შეხვედრები მომავალშიც იგეგმება, რადგან შესაძლებელი იყოს მედიაციის შესახებ ადვოკატთა ფართო წრის სწორი და საფუძვლიანი ინფორმირებულობა.
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია