ENG

ვორქშოფი - „კრიზისული მომენტების მენეჯმენტი მედიაციაში“

მედიაციის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრებისთვის ჩატარდა ვორქშოფი თემაზე „კრიზისული მომენტების მენეჯმენტი მედიაციაში“ რომელსაც წარუძღვა მოწვეული უცხოელი ექსპერტი ალედ დევისი. ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ორგანიზებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუდმივად ცდილობს ხელი შეუწყოს ასოციაციის წევრ მედიატორებს პროფესიულ განვითარებაში.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს,

პროფესიული გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი მიესალმნენ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.