ENG

წლის შემაჯამებელი შეხვედრა სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით

მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები. შეხვედრაზე, მოსამართლეებმა და მედიატორებმა ისაუბრეს მოსამართლის და მედიატორის მხრიდან დანახულ სასამართლო მედიაციის უპირატესობებზე.

ღონისძიებაზე მედიაციის საქმეთა რაოდენობისა და შედეგების წლიური შემაჯამებელი სტატისტიკა წარმოადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის კოორდინატორმა მედიატორმა ელენე ორჯონიკიძემ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა გუგა კორკოტაშვილმა და მცხეთის რაიონული სასამართლოს კოორდინაციაზე პასუხისმგებელმა პირმა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა - მედიატორმა ნათია ჩიტაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეესტრში რეგისრირებული მედიატორები, მოსამართლეები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უკან
სხვა სიახლეები

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია