ENG

წლის შემაჯამებელი შეხვედრა სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით

მედიატორის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებით წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.

აღნიშნულ ღონისძიებაზე მოწვეული იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს, რუსთავის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლეები. შეხვედრაზე, მოსამართლეებმა და მედიატორებმა ისაუბრეს მოსამართლის და მედიატორის მხრიდან დანახულ სასამართლო მედიაციის უპირატესობებზე.

ღონისძიებაზე მედიაციის საქმეთა რაოდენობისა და შედეგების წლიური შემაჯამებელი სტატისტიკა წარმოადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის კოორდინატორმა მედიატორმა ელენე ორჯონიკიძემ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მენეჯერმა გუგა კორკოტაშვილმა და მცხეთის რაიონული სასამართლოს კოორდინაციაზე პასუხისმგებელმა პირმა „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრმა - მედიატორმა ნათია ჩიტაშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეესტრში რეგისრირებული მედიატორები, მოსამართლეები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უკან
სხვა სიახლეები

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უმასპინძლა გრიგოლ რობაქიძის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს,

პროფესიული გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას უმასპინძლა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილმა.

გრძელდება მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების შეხვედრები, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს განვითარების პროგრამის მიერ.

ღონისძიებაში მონაწილეებს საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება ყველასთვის" პროექტის ოფიცერი - ივანე ჩიტაშვილი მიესალმნენ.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ”, გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.