ENG

ყოველწლიური ინტერდისციპლინური ფორუმი „მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები“

მედიაციის კვირეულის ფარგლებში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, 18 დეკემბერს, რიგით მეორე ყოველწლიური ინტერდისციპლინური ფორუმი „მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, გენერალური პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ დავით ფუტკარაძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის, შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსმა ლიკა კლიმიაშვილმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ.

„ფორუმში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ უწყებამ რომლებიც ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ მედიაციას.

ფორუმის დასრულების შემდგომ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მე-5 საერთო კრება გაიმართა და კრებაში მონაწილე მედიატორებს ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში გააცნო“
უკან

_Video Gallery

სხვა სიახლეები

მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის“ პროექტის ფარგლებში შეიმუშავა მედიაციის პრაქტიკული გზამკვლევი.

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

2026 წლის 21 ივნისს გაიმართება სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრება

ტრენინგი ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროექტის „სასამართლოს მენეჯმენტის მოდერნიზების შემდგომი ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრებისთვის გამართა ტრენინგი თემაზე „მედიატორთა ეთიკური სტანდარტები და დისციპლინური პასუხისმგებლობა“