ENG

ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“

“საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” ინიციატივით და “საქართველოს ბიზნესომბუდსმენის” პატრონაჟით, USAID/Georgia-ს პროგრამა „კანონის უზენაესობის მხარდაჭერით საქართველოში“ USAID-PROLoG - Promoting Rule of Law in Georgia Activity ტექნიკური მხარდაჭერით დაფუძნდა ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი “მედიაცია ბიზნესისთვის”, რომელიც ყოველ წელს გაიმართება და მიზნად ისახავს ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ინფორმირებას მედიაციის როლსა და მნიშვნელობაზე.
პირველი საერთაშორისო ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. პრეზიდენტმა ღონისძიებაში მონაწილე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ მედიაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყანაში იმისთვის, რომ ბიზნეს გარემო გაუმჯობესდეს, სწორედ ამას მოწმობს ასოცირების ხელშეკრულება, სადაც ხაზგასმულია მედიაციის როლზე და მნიშვნელობაზე. ასევე პრეზიდენმა ისაუბრა მედიაციის საშუალებით სასამართლო სისტემის გაძლიერებაზე. მისასალმებელი სიტყვის დასასრულს პრეზიდენტმა წარმატება უსურვა ფორუმს და ისურვა, რომ მედიაციამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი როლი და ადგილი დაიკავოს.
ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონო ნინო ქადაგიძე, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ქალბატონი თამარ ტყეშელაშვილი, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი გენადი არველაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი დავით მათიკაშვილი, USAID - მისიის დირექტორი ბატონი პიტერ ვიბლერი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონო დავით ასათიანი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ქალბატონი ნინო კვეტენაძე და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ფორუმი „მედიაცია ბიზნესისთვის“ საერთაშორისოა და მიზნად ისახავს ერთის მხრივ, დავის გადაწყვეტის ახალი მექანიზმის პოპულარიზაციას და მეორე მხრივ, სტაბილური პლატფორმის შექმნას, რაც საშუალებას მისცემს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მეტი შეიტყონ მედიაციის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ეფექტიანად, მოკლე ვადაში და ნაკლები დანახარჯით მათ წინაშე არსებული დავები თავად მოაგვარონ მედიაციის გამოყენებით.
“საქართველოს მედიატორთა ასოციაცია” აგძელებს მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციისთვის აქტიურ კამპანიას და გეგმავს არაერთი სხვა მუდმივმოქმედი პლატფორმის შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მედიაციის შემდგომ განვითარებას საქართველოში.
უკან
სხვა სიახლეები

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

გახდი სერტიფიცირებული მედიატორი! უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პირებისათვის.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ასოციაციის ახალ წევრებთან შეხვედრა გამართა

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი შეხვდა “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ახალ წევრებს, რომლებსაც სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად გაიარეს სამ საფეხურიანი სერტიფიცირების პროგრამა და გახდნენ სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში.

პირველი სიმპოზიუმი მიეძღვნა არასასამართლო/კერძო მედიაციის დანერგვა პოპულარიზაციის მიზნებს.