მარიამ ჭანიშვილი - მედიატორი 2023 წლიდან
ფლობს თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის დიპლომს; ასევე არის კონფლიქტების მართვისა და ანალიზის მაგისტრი.
2022-23 წლებში გაიარა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის სერტიფიცირების წესით გათვალისწინებული სამ საფეხურიანი პროგრამა, მათ შორის - მედიაციის 70-საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი.
რაც შეეხება პროფესიულ პრაქტიკას, მარიამს აქვს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
2022 წელს გაიარა ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი. 2018 წელს გავლილი აქვს ამერიკის საელჩოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული „კონფლიქტების მოგვარების ვორქშოფი“.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული, ესპანური.