ENG

მედიატორი

ნათია გაბინაშვილი

მედიატორი
სიითი N0328
ნათია გაბინაშვილი - მედიატორი 2025 წლიდან

ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახურის მთავარი კონსულტანტი;
 
პროფესიით ფრანგული ენისა და ლიტერატურის ფილოლოგი, იურისტი. ფლობს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურისა და თბილისის იურიდიული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის მაგისტრთან გათანაბრებულ ხარისხს;

2024 წლიდან ნათიას გავლილი აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისაგან აკრედიტებული მედიაციის 60 საათიანი სასერტიფიკატო ტრენინგი.

პროფესიული გამოცდილება: 1997 წელს მუშაობდა დამოუკიდებელ სამედიცინო ინსტიტუში „ცოდნა“- კურსის კურატორად;, 1998-1999 წლებში თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42-ე საშუალო სკოლაში ასწავლიდა ფრანგულ ენასა და ლიტერატურას;, 2000-2001 წლებში მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოში მდივან-რეფერენტად;, 2001 წლიდან 2006 წლამდე საქართველოს უზენაეს სასამართლოში - სამოქალაქო საქმეთა წამყვან სპეცილასიტად, 2006 წლიდან 2016 წლამდე - მოსამართლის თანაშემწედ;, 2016 წლიდან დღემდე არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ანალიტიკური სამსახურის მთავარი კონსულტანტი.

2007 წელს გავლილი აქვს უზენაესი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა თანაშემწეების, სახალხო დამცველის აპარატის, ადვოკატებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის ადამიანის უფლებათა რეგიონალური და საერთაშორისო სტანდარტების ტრენინგ-კურსი.

სამუშაო ენები: ქართული, ფრანგული
უკან