კიზეითარ გოჯაევა – მედიატორი 2026 წლიდან
იურისტი, ადვოკატი (საერთო სპეციალიზაციით 2022 წლიდან)
იურისტი, ადვოკატი (საერთო სპეციალიზაციით 2022 წლიდან)
ამჟამად Gojaev’s Law Office-ის დირექტორი; GLB Training Center-ის თანადამფუძნებელი, დირექტორი და ტრენერი; მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის ლექტორი. პროფესიით იურისტი, ფლობს სამართლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს და არის დოქტორანტი, სადაც მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე მიგრაციის სამართლის მიმართულებით.
კიზეითარ გოჯაევა აქტიურად არის ჩართული პრაქტიკულ იურიდიულ საქმიანობაში, სადაც მისი ძირითადი მიმართულებებია საოჯახო და სამემკვიდრეო სამართალი, კორპორაციული და სახელშეკრულებო დავები. პარალელურად, მონაწილეობს აკადემიურ და სასწავლო პროცესებში.
არის არაერთი ტრენინგისა და საგანმანათლებლო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელი. მუშაობს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო კლიენტებთან სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე.
კიზეითარ გოჯაევას გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, მათ შორის: "ASSESSMENT OF THE PRINCIPLE OF CREDIBILITY WITH REGARD TO GRANTING REFUGEE STATUS" (იხ. ლინკი:
https://www.researchgate.net/publication/394834965_Kizeitar_Gojaeva_ASSESSMENT_OF_THE_PRINCIPLE_OF_CREDIBILITY_WITH_REGARD_TO_GRANTING_REFUGEE_STATUS)
https://www.researchgate.net/publication/394834965_Kizeitar_Gojaeva_ASSESSMENT_OF_THE_PRINCIPLE_OF_CREDIBILITY_WITH_REGARD_TO_GRANTING_REFUGEE_STATUS)
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, თურქული და აზერბაიჯანული