მარიამ მაჩაიძე - მედიატორი 2023 წლიდან
ამჟამად, ადვოკატი საერთო და დამატებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვის უფლებების სპეციალიზაციით.
ამჟამად, ადვოკატი საერთო და დამატებით არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვის უფლებების სპეციალიზაციით.
პროფესიით იურისტი ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო სამართლის მაგისტრის დიპლომს.მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მას რამდენჯერმე აქვს მოპოვებული სახელმწიფო და საუნივერსიტეტო სტიპენდია.
მარიამს გავლილი აქვს სასერტიფიკატო ტრენინგი მედიაციაში, რომელიც ორგანიზებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის (NCADR) მიერ. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე კონფერენციაში და გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.
რაც შეეხება პროფესიული გამოცდილებას: 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის მარტამდე მუშაობდა საჯარო რეესტრის უძრავი ქონების სპორადული რეგისტრაციის დეპარტამენტში. ხოლო 2019 წლის ივნისიდან დეკემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის სტაჟიორი.
მარიამის სამედიაციოს საქმეთა კატეგორიებია: სანივთო, საოჯახო, სამემკვიდრეო, შრომითსამართლებრივი და სამეწარმეო დავები.ასევე, არის არასრულწლოვანთამართლმსაჯულების სფეროში სპეციალიზებული მედიატორი.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.