ENG

ტრენერი

ანა სამსონია

ანა არის შპს სამართლის ჯგუფის დირექტორი და თანადამფუძნებელი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს კოლექტიური შრომითი დავის მედიატორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის წევრი, შპს სასწავლო ცენტრი პალიტრას მენტორი ტრენერი, მედიატორთა ტრენერი.
 
ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომებს, ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე, სადოქტორო საფეხურზე სწავლობდა შემოდგომის სემესტრში იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში (გერმანია) და გაზაფხულის სემესტრში ზაარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია).

მიღებული აქვს გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის, ევროკომისიის „ერაზმუს +“ და სხვ. სტიპენდიები. გავლილი აქვს სამოხელეო პრაქტიკა ავსტრიის ფედერალურ კანცელარიაში (ვენა).

სხვადასხვა დროს მუშაობდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში (იურისტი), სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდში (საგრანტო პროექტის მენეჯერი), შპს ნიუსრუმში (მთავარი იურისტი), შპს პალიტრანიუსში (მთავარი იურისტი), შპს რადიო პალიტრაში (მთავარი იურისტი), შპს პალიტრაჰოლდინგში (იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი).

სხვადასხვა დროს ასწავლიდა სამართალს შემდეგი უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებზე: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი.
უკან