ENG

ტრენერი

გიორგი ცერცვაძე

გიორგი ცერცვაძე "ჯეი ენდ თი ქონსალთინგის" მმართველი პარტნიორი, "ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის" დამფუძნებელი, სამართლის დოქტორი და თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია,
 
გიორგი ცერცვაძემ იურიდიული განათლება 1999-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.  2009 წელს, ამავე უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია საერთაშორისო არბიტრაჟის პრობლემურ საკითხებზე. სხვადასხვა დროს იყო მაქს პლანკის საერთაშორისო კერძო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტის (გერმანია), ფოლკსვაგენის ფონდის (გერმაინია), გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (გერმანია), ჩუოს სამართლის სკოლის (იაპონია), იაპონიისა არბიტრთა ასოციაციის (იაპონია), ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (აშშ), ვაინშტაინის (JAMS, აშშ), ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის (გერმანია) სამეცნიერო გრანტებისა და სტიპენდიების ბენეფიციარი.
 
2003 წლიდან ეწევა საადვოკატო პრაქტიკას. 2004 წლიდან არის
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ხოლო 2012 წლიდან ფრანკ ევანსის კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის (ჰიუსტონი, ტეხასი, აშშ) მიერ ლიცენზირებული მედიატორი. 2008 წელს დააფუძნა იურიდიული ფირმა „ჯეი ენდ თი ქონსალთინგი“ [www.jtconsulting-geo.com] და 2009 წლიდან დღემდე მისი უცვლელი მმართველი პარტნიორია. 2015-2018 წლებში გიორგი ცერცვაძე იყო ა(ა)იპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე.გიორგი ასევე არის „ი ბი ეი მედიაციის და არბიტრაჟის ცენტრის“ [www.eba-mac.com] ერთ-ერთი დამფუძნებელი, კომპანია 2018 წელს შეიქმნა. 2011-2012 წლებში, როგორც მედიაციის ექსპერტი, იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით შექმნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრი. იგი 2005 წლიდან ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უძღვება მედიაციის, არბიტრაჟისა და საინვესტიციო სამართლის შესახებ  სასწავლო კურსებს. ხოლო ალტე უნივერსიტეტში ბიზნეს სამართლის კურსს. გიორგი ცერცვაძე 2006 წლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ბიზნეს ტრენინგების ასოციაციის, ევროპული აკადემიური ცენტრის და სხვა კერძო და საჯარო ორგანიზაციების მიწვევით აქტიურად ატარებს ტრენინგებს ბიზნესის სამართლებრივ რეგულირებასთან და დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

2020 წლიდან, როგორც ედვარდის მედიაციის აკადემიის პარტნიორი ტრენერი, კოლეგებთან ერთად უძღვება ერთობლივ პროგრამას მედიაციის შესახებ. 2020 წელს გიორგი შერჩეულ იქნა გაეროს ფონდებისა და პროგრამების ომბუდსმენის ოფისის ინიციატივით შექმნილი მედიაციის გლობალური პანელის მედიატორად, რომელიც გაეროს ხუთ ორგანიზაციას (UNDP, UNFRA, UNICEF, UNOPS და UN-Women)ემსახურება. მედიატორთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში და დღეის მდგომარეობით, პანელი 35 გამოცდილ მედიატორს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. 

გიორგი ცერცვაძე საქართველოში, გერმანიაში, ავსტრიაში, იაპონიასა და აშშ-ში გამოქვეყნებული ათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. გარდა ამისა, იგი არის კონკურენცის სამართლის, საერთაშორისო არბიტრაჟის, მედიაციისა და საინვესტიციო სამართლის სახელმძღვანელოების ავტორი, სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოსა და სამოქალაქო კოდექსის კომენტარის თანაავტორი.
უკან