ENG

ტრენერი

გოგა კიკილაშვილი

 
ამჟამად: სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი, იურიდიული ფირმა „კიკილაშვილი და კომპანია“-ს დირექტორი, კოლექტიური შრომითი დავების მედიატორი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით. 

პროფესიით იურისტი, სამართლის დოქტორი (სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

2019 წელს გავლილი აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასერტიფიკატო კურსი მედიაციაში (80 სთ.). 2020 წლიდან დღემდე - კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი, ადმინისტრაციული საპროცესო სამართალი), 2019 წლიდან დღემდე - შავი ზღვის საერთაშორისი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები) და სამართლის კლინიკის წამყვანი იურისტი, 2018 წლიდან დღემდე - ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (შრომის სამართალი, ბიზნეს სამართალი), 2018 წლიდან დღემდე - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - სეუ-ს ასოცირებული პროფესორი (ბიზნეს სამართალი), 2015 წლიდან დღემდე - სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი (ბიზნეს სამართალი).
უკან