ENG

ტრენერი

ლიანა ქარცივაძე

ამჟამად გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი; თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი.

პროფესიით იურისტი, ფლობს საერთაშორისო ბიზნეს სამართალში მაგისტრის ხარისხს ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან (უნგრეთი, 2010 წ.) და ბაკალავრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში ი. ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (საქართველო, 2009 წ.). ლიანა არის დავების ეფექტიანი გადაწყვეტის ცენტრის (CEDR) მიერ აკრედიტებული მედიატორი 2018 წლიდან. 2017 წლიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი ამ სასამართლოსთვის გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მიერ ჩატარებული 56 საათიანი მედიატორთა სასერტიფიკატო ტრენინგის წარმატებით გავლის შედეგად. ლიანა არის სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი წევრი და მედიატორთა ერთიანი რეესტრის მედიატორი 2019 წლიდან.

მისი სამედიაციო პრაქტიკა მოიცავს კომერციულ, ვალდებულებით, საოჯახო, სამემკვიდრეო და შრომით დავებს.

ლიანა 2016 წლიდან დღემდე მოღვაწეობს გაეროს განვითარების პროგრამაში (UNDP) სხვადასხვა პოზიციებზე. 2014 - 2016 წლებში გახლდათ ა(ა)იპ „საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის“ გენერალური მდივანის მოადგილე. 2007 - 2015 წლებში ის მუშაობდა იურისტად სხვადასხვა იურიდიულ ფირმებში როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. მისი 10 წლიანი აკადემიური საქმიანობა მოიცავს საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ლექტორობას.
უკან