ENG

ტრენერი

სოფიო დუღაშვილი

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე - 2021 წლიდან. მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - სს ,,მისო ევრო კრედიტი“-ს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი; თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიატორი; მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის - (SMEDA) კომერციული მედიაციის პალატის ხელმძღვანელი; ,,ნიუ-ვიჟენი“-ს, ,,ევროპის“, „ალტე“-ს და ,,ქუთაისი”-ს უნივერსიტეტების მოწვეული ლექტორი საკორპორაციო და საბანკო სამართალში, მედიაციასა და მოლაპარაკების წარმოებაში.

პროფესიით იურისტი ფლობს ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომებს; არის „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი. მედიაციის სერტიფიცირებული ტრენერი (USAID) და მედიაციაში არაერთი სტუდენტური შეჯიბრის ორგანიზატორი, მომხსენებელი და შემფასებელი.

2017 წლიდან სოფიოს გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, UNDP, EU4Justice – 56 საათიანი მედიატორის ტრენინგი. 2017 წლიდან - დღემდე არის აკრედიტებული მედიატორი თბილისის საქალაქო სასამართლოში.

სოფიოს სამედიაციო საქმეთა კატეგორია არის: ვალდებულებითი, სახელშეკრულებო და საოჯახო დავები.

ადრეული პერიოდის პროფესიულ გამოცდილება: 2011 – 2019 წწ - შპს ,,საქართველოს ლატარიის კომპანია“ - იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2012 - 2016 წწ - სახელმწიფო ორგანიზაცია - ,,ანაკლია“ - ინფრასტრუქტურული პროექტების იურიდიულ საკითხთა მენეჯერი. 2013 – 2014 წწ - გაეროს განვითარების პროგრამა “UNDP” - პროექტის სამართლებრივი კონსულტანტი; 2009 - 2011 წწ - შპს ,,ენერჯი სერვისი“ მთავარი იურისტი; 2008 - 2009 - შპს ,,ნიუ ენერჯი“ იურისტი; 2006 - 2008 წწ - საქართველოს სპარალამენტი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - მოწვეული სპეციალისტი.
უკან