GEO

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით აგრძელებს კამპანიას საქართველოს მედიაციის კანონის კომენტარების საჯარო პრეზენტაცია სხვადასხვა უნივერსიტეტების ბაზაზე.

კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

სტუდენტებთან შეხვედრა გახსნა და მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - თამარ იმნაიშვილმა, რომელმაც ისაუბრა მედიაციის შესახებ და აღნიშნა, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია სტუდენტებს ჰქონდეთ ცოდნა დავის ალტერნატიული მექანიზმის მედიაციის შესახებ.

საქართველოს მედიატორთა ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, მომავალშიც განაგრძობს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს მედიაციის ინსტიტუტის გაძლიერებას და განვითარების პროცესს

ღონისძიება ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა და გერმანიის მხარდაჭერით, პროექტის „კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის“ ფარგლებში.
Back

_Video Gallery

Other news

მედიატორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა მედიატორთა პროფესიული გამოცდილების გაზიარების შეხვედრა, რომლის მიზანი იყო პროფესიული დიალოგის ხელშეწყობა, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და მედიაციის სფეროში არსებული გამოწვევებისა და განვითარების შესაძლებლობების განხილვა.

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ CLDP-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ იმნაიშვილმა, ასოციაციის ოფისში უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) წარმომადგენლებს ნიკოლეტ ი. მენას, საერთაშორისო პროგრამების უფროს სპეციალისტს (Senior International Program Specialist), და დავით გაგნიძეს, იურიდიულ მრჩეველს (Attorney Advisor).

დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია

2026 წლის 25 სექტემბრიდან დაიწყო პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში პროგრამაზე რეგისტრაცია